|
იქნებ ყორანს შენ წაჰბაძე, ან ყორანმა შენ წაგბაძა, რომ მორთულხარ შავი კაბით, რომ ჩაგიცვამს შავი ძაძა! იქნებ, იქნებ შენც მოგიკვდა საყვარელი რომელიმე, რომ მორთულხარ მელნის ფერად, რომ ჩაგიცვამს თალხი მძიმე? იქნებ... მაგრამ ამ კითხვისა - შენმა გაზრდამ! - მეც კი მცხვენის! ეს კია, რომ თალხი კაბა ისე გშვენის, ისე გშვენის, რომ ჯერ ღამე არ დამდგარა, არ დამდგარა ჯერედ ღამე - მაგ კაბაზე უფრო ბნელი! მაგ ტანივით მოხამხამე! მხოლოდ მინდა ჩუმად გითხრა,მხოლოდ მინდა ჩუმად გთხოვო, რომ არასოდეს არ გაიძრო ეგ სამოსი საუცხოო. ნეტავ მოვკვდე! ნეტავ მერგოს სასაფლაოს ბნელი მღვიმე, რომ მიტირო გლოვის ნიშნად და ჩაიცვა თალხი მძიმე! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















