|
ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან, მგოსანს რომ მხდიდა შენს რაინდად და გმირთა გმირად, - რჩება ძალაში. ჩემში ისევ ალაპარაკდა და ის სიმართლე კვლავ მამაღლებს არაგვის პირად.
ხელშეკრულება ძალაშია კვლავ იმნაირად, უჭკნობი სიყრმის და უჭკნობი სიახლის გრძნობა აყვავილებულ გზებით მიდის არაგვის პირად.
აქ ცხრაას რვაში ფარულ კრებებს ვიწვევდით ხშირად, როგორ ბრწყინავდნენ ის ცოცხალი, დიდი თვალები, თავისუფლებას რომ ეძებდნენ არაგვის პირად.
შესდგება იგი, ღრმა ფიქრებში შესული მწირად, უცებ ერკვევა... გაოცებით მიმოიხედავს, ის მთლად ფიქრია და სიცოცხლე არაგვის პირად.
ხმა მედგარი აქვს და ნათელი, ქცეული წკირად, იმ ხმათაგანი, არვის წინ რომ ქედს არა ხრიან, უფრო ნათელი ხდება ის ხმა არაგვის პირად... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















