მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 239 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ელვარებს, დნება წმინდა ნათელი

მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი,

ნუგეშთ მწყურვალეთ, შენსკენ მოილტვის

ლოცვა-ვედრება და საკმეველი.


რა რიგ მწყურია შენს შორეახლოს

განახლებისა მოვიკლა ჟინი,

და ვუცქეროდე - თუ როგორ ბრწყინავს

ღვთაებრივობის შენი გვირგვინი.


რამდენი ღამე გამითევია,

მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა,

მე ვერ ვამჩნევდი, თუ როგორ რთავდა

მთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ დედა.


ასე, არ მინდა ვუცქირო წმინდანთ,

გარს რომ გარტყიან, ყველა ბნელდება,

და თვალწინ მხოლოდ შენი აჩრდილი

უხილავ ძალით ხორციელდება.


ოჰ, ეს ნათელი, თვალთა ნათელი

გულის სიღრმემდე მწვდება, მედება!

რა არის შენთან კაცთა ბორკილი

ან ხორციელის შემოქმედება?


იყო დრო და შენ ქვეყნად იყავი

მაგ განუსაზღვრელ მშვენიერებით,

მაგრამ რით უნდა დაგეტკბო გული,

კაცთა ღალატით თუ ცბიერებით?


ეხლა აღარ ხარ და ჰქმნის ოცნება

უკვდავი სახით უბრალო ტილოს,

რომელსაც ძალუძს თუნდაც ველური

დაატყვევოს და დაიმორჩილოს.


მასში ყველაა, რასაც დაღლილი

ადამიანი ქვეყნად ეძიებს,

მშვენება, სული და სილამაზე

ჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს.


ელვარებს, დნება წმინდა ნათელი

მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი...

დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვის

ლოცვა-ვედრება და საკმეველი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ