|
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა! როდესაც სიტყვა დაიბადება, სამართლის ალი - როგორც ბურუსი, ისე ირღვევა და იფანტება.
სევდის მორევში მცურავ თვალებით, მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
შენზე ოცნებით დაიწვა იგი, განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს, სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
გამოუთქმელი და მწარე ალი, სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















