მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 89 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

- არ გეგონა, არ ელოდი

და აი, მოხდა:

არ მოხერხდა წყალისაგან

ღვინის გამოხდა.


- მე მეგონა, მე ველოდი

და ველოდები,

რომ სიმართლის ხეს ვერ მოგრეხს

შხამის ტოტები.


- თუ სიმართლე სიშიშვლეა,

არა ნამუსი,

გაიხადეთ, რად გჭირდებათ

ტანისამოსი?


- იგი სხვაა. შენ გგონია,

თუ ჩვენ გვრცხვენია,

ეს გრძნობებიც სიყალბეთა

დასაყრდენია?


- არა, იგი გენიაა

სოფლის მფლობელი -

ნათელ რწმენის და სიმართლის

უარმყოფელი.


- მე კი მძულს და მეძულება

ყალბის ჩრდილება,

ყველაფერი, რასაც ჰქვია

მოტყუილება.


- რა ამაოდ! ის სიყალბე

სიმართლესა ჰგავს..

სხვას კი არა, თუ აჯერებ

მხოლოდ თავისთავს...


- მაშინ როგორ დავარწმუნო

მე თავის თავი -

რომ ეს თეთრი კი არ არის,

არამედ შავი?


რომ შენ ის ხარ, ვინც არა ხარ,

დამარცხდე თუნდა,

არ დარწმუნდე, არ იქნება,

იძახო უნდა.


სხვას ვამბობდე, როს სხვაგვარად

ვხედავ ცხოვრებას?

ვით აიტანს დიდხანს გული

ამ გაორებას?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ