|
ნიავი, ია, ნარგიზი, ავტომობილი კრიალა, დილამ ასფალტის სარკეზე ნავივით გაისრიალა.
მაღლა ღრუბლების გარდავლა, მან ერთი ჩემი ცხოვრება ათას წელს გადაამრავლა.
მსგავსი წუთისა, ჩრდილისა და მესმის ხმა იდუმალი: წამოდექ, ძეო დილისა!
გრძნობა სიბნელის ნაფლეთის აღმოსავლეთის, დასავლის, ჩრდილოეთის და სამხრეთის.
რაც ფერებია, რაც დავლა, ცხოვრება კიდევ და კიდევ ათასზე გადაამრავლა!
თავისი სახე ნახა და - ეს ყვავილები, ეს დილა მარადისობად გახადა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















