|
დააყირავა მზემ ვარდებით სავსე კალათა, სავსე კალათა ცის ფერებით, ლურჯით, თეთრებით.. გქონდეს სახსოვრად უეცარი ნახვის ბალადა, ნაზი ბალადა იმედებით და შეხვედრებით...
ოცნების ნავზე სიხარული დაჰქრის ვედრებით, და აღტაცებით შეიმოსა ბუნება სავსე - ბუნება, სავსე იმედებით და შეხვედრებით.
აჰა, საცაა აიწევა ხმა გამკვეთრებით - მზის ამოსვლისებრ - მოგონებაც მარადი გზაა, მარადი გზაა იმედების და შეხვედრების.
ხომალდი სავსე მეზღვაურით, ჩვენი მხედრებით. მას სხვა ხომალდი უერთდება საბრძოლო გზაზე - საბრძოლო გზაზე იმედებით და შეხვედრებით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















