|
აქ ხილულ ოცნებას თან სდევენ ჯადონი, თოლია ქორსა ცვლის, არწივს - იადონი. ორ საწყისს ინახავს ახალი ათონი, - აქ გული მონაა და თანაც ბატონი.
იქ ზეთისხილია, თუ ზღვის და ზღვის პირის მძაფრი ჭიდილია - გზნებასთან მზის ჩასვლის ჰყვავის იდილია, - აქ გული მონაა და თანაც ბატონი.
უბადლო ზრდილობას. ბუკის ხმა ზღვის პირას თუ იწვევს ყრილობას, მეომარს ჩონგური უამებს ჭრილობას, - აქ გული მონაა და თანაც ბატონი.
და ნგრევას - შენება, სიტლანქეს სულისას ცვლის სულის მშვენება, წყალს - ღვინო, დღეს - ღამე, სიცხადეს – ჩვენება, - აქ გული მონაა და თანაც ბატონი… |
| პოეზიის გვერდი • • • |
















