|
როგორ არაა ჩემთვის ძვირფასი ყაზბეგის ცამდე მსვლელი იერი, რომ ვერას აკლებს ქარი პირბასრი და ცისკრის ალი რთავს მშვენიერი.
სავსეა თასი ათასი ლალის და კელაპტარის... როგორ არ არის ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი როგორ არ არის!
მღვრიე აზრისა, ყოველი გრძნობის წინააღმდეგის... ვერარა ძალამ ვერ გადასრისა ეს მშვენიერი მხრები ყაზბეგის! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















