|
ეზოს ახსოვს ყოველ წუთის შარაგზა და გადაღმა. ისევ იქ დგას ჩრდილი თუთის, ცაცხვები კი გადახმა.
სასაცილო ტირიფი. გადახრილი ზედმიწევნით, მსუბუქი და ირიბი.
ფშანია თუ ჟალტამი? ველად ყრია ლურჯი კომში და ცისფერი ატამი.
სევდიანნი სიონი, და სახელად რიონს ჰქვიან ისევ იგი რიონი.
ღალღა თვალს ეცეცება. ღამღამობით მოდის მგელი და საქონელს ეცემა.
დანისლული კოპიტი. განადგურდა მეფის ჭალა - ჩრდილი შემოდგომითი.
შარაგზებზე ჟღარუნი, ძველი დაბა ახალშენი, და ქვიტკირის წყარონი.
წყალს, დაღარულს დამბებით, მოგაქვს თეთრი გაზეთები მუდამ ძველი ამბებით. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















