მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 17 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გვირგვინო სვეტის! იყოს სიშორე,

ჩვენ ვერ გვაშინებს ბურუსი მისი:

ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე

ათასწლეულის ოქროს სასმისი.


ორნამენტებით შემკულმა თასმა

მიფანტ-მოფანტოს მშვენება ჩრდილის,

როგორც სახება, როგორც ხანდაზმა

სილამაზისა და სინამდვილის.


რომელი ლხინი იყო უთასო

და ან რომელი დღე საცნაური,

აქ მიმოყრილ ქვებს ვინ განუმარტოს -

რაა უთასოდ დღესასწაული.


და მეოცნებე ჯაჭვაწყვეტილი,

ნაცნობ მხარისკენ მივემართები -

სად ხილვად უცხო, ამოკვეთილი -

ორნამენტების ჰყვავის ვარდები.


დე, გრანიტის და მარმარილოსი

ჰყვაოდეს ვარდი, მაღლა ახრილი,

მას აღარ ჰქვია უსიტყვო ლოდი -

ის სხეულია ბორკილაყრილი.


დაე, აქოლის ჰკვეთავდეს ხელი

ასე ლბილ ხაზებს, სიცოცხლის ღეროს,

რომელი იყო მხატვარი წრფელი,

რომ სამშობლოზე აქ არ ემღეროს.


ქვაც ის ნატვრაა და ნეტარება,

ხალხის გულიდან დიადად მზარდი,

რომელსაც თან სდევს კვლავ შედარება:

აკადემია, გელათის ვარდი.


მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,

მაინც იმ ვარდთან მზე ამოვიდეს,

რაგინდ მოვარდეს სეტყვა და ღვარი

და ცეცხლი მასზე გარდამოვიდეს.


ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,

კოშკებიდან რომ მესვრიან ვარდებს,

ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს,

რომელთა დიდი სიმღერა მმართებს.


გვირგვინო სვეტის, ო, სიფაქიზე

შენ გაგიგეს და ახლა დაწყნარდი.

მზე ორნამენტად გეფინა ისე,

როგორც მრავალზე მრავალი ვარდი.


ან, დე, უვრცესი იყოს სიშორე,

მე ვერ მაშინებს სიშორე მისი -

ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე

ათასწლეულის ოქროს სასმისი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ