|
შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად, წინანდალი აღმართულა მარტო… ბილიკი აქვს ციცაბო და დამრეცი, გვიანია, ნუღარ მიხვალ, ტატო!
დედოფლის შუქს ჭერზე ჭაღი ნატრობს... სიხარულის მზე ანთია სასახლეში, და შენს სანთელს, დადიანი აქრობს…
შენ კი, სევდამ მოგაკითხა მარტო, სულის გვემას, ვაჟკაცურად გაუძელი, სხვით, აბა, რით განუგეშო, ტატო.
შენი სატრფო დედოფლობას ნატრობს... სიდუხჭირეს მან განცხრომა ამჯობინა, სიყვარული უძლურია ამ დროს.
ვეღარ ამჩევს უგვირგვინო ტატოს სიყვარული, სულში ლექსად ანთებული, ეულივით დაბარბაცებს მარტო...
დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს, გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი და შენს სანთელს დადიანი აქრობს.
ფიანდაზად შენ ლექსს უფენ მარტო... შენი სულის სიმაღლე რომ ვერ შეიგრძნო, გევედრები, არ იდარდო, ტატო!
დღეს კი უნდა სიყვარული დათმო, სულში ზოდად პოეზიის მადანი გაქვს, ვერ დაგჯაბნის დადიანი, ტატო!
ვინ დაგტოვა შენ სევდასთან მარტო, გზა იწყება უვალი და ძნელი... ფრთხილად იყავ, არ წაიქცე, ტატო! |
















