|
თითქოს სიოს ფრთის შეხებით ჩამოსცვივდა ყვავილს ნამი, დაიძირა ლაჟვარდმა ტბამ დაზნექილი ტბის ლერწამი.
ღამის ნისლში ააკვნესა დადუმებულ ქნართა რითმა.
და ლაჟვარდის ამოკვნესით კრთოდა თვალთა სილამაზე.
მათში კვნესდა კაეშანი, სიხარულის ცეცხლის მთესი.
რაც არასდროს არ მოკვდება, რაც არასდროს არა კვდება.
მწარე კვნესით ვიგონებდი რაღაც უცხო მოგონებას. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















