|
ნუ ერწმუნები, ნუ ერწმუნები ქალის ნაზ ღიმილს და თვალთა ცქერას, იგი წაგართმევს სულის სიწრფელეს, იგი მოშხამავს ციურ სიმღერას.
უტოლმეგობროდ მალე გაგრიყავს, ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
თავისუფლება ვინ დაიმონა? ან იმათში ფეთქს მონური გული და ან შენა ხარ იმათი მონა.
შენდამი წმინდა ყვავილებს ჰკარგავს, ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
იგი ფუჭია და წარმავალი, ბევრს ყოვლისშემძლე სწამდა დიდება, რომ მოეხიბლა მით მხოლოდ ქალი.
წარსულ იმედებს არ ჰგავს და არ ჰგავს. წარვიდა ის დრო... მე მაინც მჯერა, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
არსით არა სჩნდეს ბინა ისეთი, რომ იქ იპოვო შენ მყუდროება, რომ იქ იპოვო შენ შენი ღმერთი,
სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის, იქ დაუდეგარ, მეოცნებე სულს - ბინა ექნება მუდამ, ყოველთვის.
იქ მუსიკობდა თვით დანტეს ქნარი, ღელვამ შელლისა და ბაირონის მხოლოდ იქ ჰპოვა ნავთსაყუდარი.
შემოქმედების დიდი ნადიმი და იქ რეკავდა უცნაურ გრძნებით ბარათაშვილის მწუხარე სიმი.
ვერა რა შველის, ვერა რა იხსნის, შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ, და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















