|
ღორი გაზეთს კითხულობდა, ცოლი ქვაბებს რეცხავდა, სად იყო და სად არ იყო ზღარბი გამოეცხადა.
შენ არ გაგიჭირდება უმაღლესში შემყავს ბავშვი, ცოტა სტაჟი მჭირდება.
თუკი აწყობს ხელფასი, დაახლოებით ექნება დღეში ათასექვსასი.
ბევრი მოუქუჩდება, ამდენ ფულებს რომ იშოვნის ბავშვი გამიფუჭდება.
და წვენებზე გავჩერდეთ, მაგრამ დღეში ათას მანეთს ბავშვი უნდა დაჯერდეს.
ის დრო უკვე წავიდა, ფულს კი არა შრომას მინდა შეეჩვიოს თავიდან.
მადლიერი გლოცავდეს, მოგვიხერხე თვეში ასე, ასიდან ასოცამდე.
თუნდაც თავი გავწირო, მაგ დაბალი ხელფასისთვის დიპლომია საჭირო.
ზოგს გადარევს დოლარი, ასეთია სამწუხაროდ ამ იგავის მორალი,
ფულში ცურავს გულადად, ღორი ცხოვრობს ღორულად და ზღარბი… ზღარიბულადა. |
















