|
(სიმღერა)
როგორ საშინლად ბნელოდა, როგორ ძალიან ელავდა, სასაფლაოზე ატეხილს შამბნარს წითლადა ჰფერავდა;
თავისთვის სუდარს ჰკერავდა, სამყაროს ნგრევას ეშმაკი გახარებული ჰზვერავდა.
მისი ჰზარავდა ყველასა, და კაცნიც სასო-მიხდილნი ღმერთს აღარ სთხოვდნენ შველასა;
იმათ სახლების კერასა, ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა, ამბობდნენ „არაფერასა“.
ან რად იწყებდენ საშველად, ვიბრძოდი იმათ საშველად, ვეღარა ვშველდი ვერასა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















