|
წყარო ჟღურტულებს კლდეში, მაგრამ, არ იცის წყარომ, ვინ იკლავს წყურვილს პეშვით, ვის არწყულებს და სწყალობს.
ჟრჟოლას გვრის ირგვლივ მთა-ტყეს, განა იმიტომ მღერის, მისი გალობით დავტკბეთ.
ტორტმანებს ტანი მკვრივი, იბრძვიან არა მისთვის, გვაყურებინონ კრივი.
ის კი გვზრდის თავის საზრდოდ, მიწა გვთავაზობს ნაყოფს, სესხად და არა საძღვნოდ.
წყვილს უწყვილდება წყვილი, და ჩვენს თავზემოთ ქორი გულისწამღებად წივის! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















