|
ყინვა რომ დაჯდება გაყინულ ფანჯრებთან, ეკალბარდს ბურუსი ბურავს, ვკარგავ აღტაცების უნარს.
მე მიყვარს ჩიტი რომ მღერის, სიმწვანე ტყისპირა ძეწნის, სურო, რომ ლამაზ ხეს ეწვნის.
თვალს აიყვავილებს მოლი, აღარ მედგომება მაშინ, აღარც გარეთა და არც შინ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















