მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 59 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არ გეგონოს მოჭორილი

ანდა სიტყვის თამაში:

შენი ლექსის ჩოჩორივით

მობაკუნდა ქალაქში;


მოიტანა იის სუნი

და ორღობის სურნელი,

ცეტი იყო, ბრიყვი იყო

და საყვარლად სულელი.


ქალაქი არ ეპიტნავა

თავის ადათ-წესებით,

სულ წიოკით დაიფრინა

აქაური ლექსები.


ზოგმა სიტყვაც შევაწიეთ

წრფელი, არალიტონი,

მივედით და ბალახივით

გავუწოდეთ სტრიქონი.


მერე კუდიც დავუბწენით,

წინ გავიგდეთ სახრეთი

და ბიბლია ვენახისა

- წავიკითხეთ კახეთი.


ასე შემრჩა მოგონება

წლებით გადანაფარჩი,

შენ კი დევმა მოგიტაცა,

დაგამწყვდია ზღაპარში.


მოდი, ხშირად მინახულე,

რამე არ ინაკლისო,

შე ალაზნის ამორძალო,

დევის დიასახლისო.


რა თქმა უნდა, ლექსის წერად

ისე აღარ გცალია,

მაგრამ შენი ორი ნუკრი -

ორი ოქროს ბწკარია.


გეხვევიან,

შეგღნავიან,

საბუსკნაოდ გიხმობენ...

ხელისგულზე გილოკავენ

მარილიან სტრიქონებს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ