|
გადამატარე ტყეები, კბოდე, ამავსე ცეცხლით, ხვატით, შემაძლებინე შენს მკლავზე მოვკვდე, დავთმო სჯული და ხატი.
ვიაროთ მთიდან მთაზე, ქედზე დავიდგათ ზეცის უღელი, თმებს ვარსკვლავები რთავდეს.
თუნდ სადმე ბილიკს ავცდეთ, ვიქნებით მაღლა, ყველაზე მაღლა - მთაზე, მზეზე და კაცზეც.
ქარებს კარდაკარ მყივანს, ჩემს ერთ სიცოცხლეს შენ შემოგალევ, - ყველაზე გულქვა მყინვარს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















