|
ხომ შეიძლება, ჭაღარა თმები, გქონდეს და იყო უმწეო ბავშვი. ხომ შეიძლება, არ გქონდეს ფრთები და სხვისი ფრთებით ფრინავდე ცაში.
და უკვდავების გჯეროდეს მაინც, უვალოდ, მშვიდად ცხოვრობდე შენთვის, მაინც ვიღაცის გემართოს ვალი.
შეწვდე და უკან გრჩებოდეს თვალი, სხვა იჩემებდეს შენს წილ-ხვედრ ზეიმს, სხვა იყოს შენი დიდებით მთვრალი.
გინდა გაუგო თავი და ბოლო, ყველაფერს, ბავშვს თუ მიწას აყალოს შენი თვალებით უცქირე მხოლოდ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















