|
მაინც ვერ შევხვდი ამ გაზაფხულს, როგორც მინდოდა, - მაინც გამისხლტა ის პირველი სუნთქვა მინდორთა; ისევ წაიღო უსაზღვრობამ ხვედრი თავისი და მტვრიან გზებში ისევ უხმოდ მოდის მაისი.
მაინც ვერ შევხვდი ამ გაზაფხულს, როგორც ვნატრობდი - მაინც გამომრჩა ლიხზე გახსნა ზეცის ტატნობის: ისევ გამექცა ვარციხესთან ზვირთი რიონის და ტრიალ კოლხეთს ისევ ის მზე წვავს მილიონი.
როგორც ვუხმობდი, - ისევ გამიქრა წამი ფერთა პირველი უხვობის, ხევში წყლის ფეთქვა, ფეთქვა პირველ გამოზამთრების, მთებზე მზის დნობა, დნობა ახალ თაფლის სანთლების.
როგორც მინდოდა, - მაინც გამისხლტა ის პირველი სუნთქვა მინდორთა; ისევ იქ დამრჩა ჩემი ხვამლი და ქუთაისი და ისევ უხმოდ უსაზღვრობას მიაქვს თავისი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















