|
შენ იმედს ყოფნი სახელად, ქოჩორს მზის სხივი გიმოსავს. გილოცავ თვალის გახელას, პირველ შეკრთომას გილოცავ!
პირზე ღიმილის მოფენას, პირველი სიტყვის წარმოთქმას, პირველი მერცხლის მოფრენას.
ამ მთებს და ამ ცას კრიალას. გაჩენილ ფიქრებს გილოცავ და ბევრ გასაჩენ იარას.
განაგონსაც და ნახულსაც, შემოდგომას და ზამთარსაც, გაზაფხულსაც და ზაფხულსაც.
გზებს უძნელესს და იოლსაც, გილოცავ უფლის საჩუქარს, ქვენად გაჩენას გილოცავ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















