მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 122 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როცა მოდიან ჩემთან სტუმრები,

ვერც კი მოვასწრებ კარის გაღებას,

უმალ იწყება საყვედურები:

რად აგვიანებ დაოჯახებას!


უმალ იწყება ქალთა ჩურჩული

და გაოცება კვლავინდებურად:

ნუთუ არა ჰყავს ვინმე მიჯნური,

უცოლოდ რატომ გათეთრებულა.


მე მინდა მაინც რამე ვიხუმრო,

მაგრამ ხუმრობას ვინმე შეგარჩენს?

შვილიშვილი რომ არ ჩაიხუტოს,

ბიჭო, ნუ მოკლავ ისე დედაშენს.


ამბობენ, ციხე ტყდება შიგნიდან,

მე თვით გავაღე სახლის კარები.

დაბადების დღეს რა მომივიდა,

მეჩხუბებიან ნათესავები.


ჯერ ერთი იწყებს, მერე - მეორე,

მე მოკრძალებით ყველას თავს ვუხრი,

რა დაემართათ ამ ჩემს მეგობრებს,

ჩემს ნაცვლად მაინც გასცენ პასუხი.


ვიფიქრე, იქნებ მორჩნენ, შეწყვიტონ,

და მოვიშველე ისევ ლექსები.

მაგრამ ისინიც შემომესიტყვნენ:

ოცდათექვსმეტი, ოცდათექვსმეტი!


დავდუმდი, ხმაც არ ამომიღია,

და შორს წასული წლები შევრისხე,

შენ, ჩემო თავო, სად არ გივლია,

მაინც მარტო ხარ დაბადების დღეს.


გაგიფანტია სითბო, ალერსი,

დაგიბურდია გზები ცვრიანი.

რა დაგრჩენია მშობელ მხარეში,

მარტო ლექსები და ხეტიალი.


მართლაც მაკლია ვიღაც ამ წუთში,

ვით მეომარი, ვდგავარ უფაროდ.

და ჩემს სუფრაზე ისე დავდუმდი,

როგორც წისქვილი უწყლო, უღარო...


მრავალჟამიერ სჭექეს, შესძახეს,

და როცა ბოლოს ყანწი შემივსეს,

ისევ მესმოდა: წყვილად გვენახე

მომავალი წლის დაბადების დღეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ