მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 761 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სვანური ქუდი დავიხურე 

განივრად, 

მშვიდობით, ჩემო ფაფანაკო! 

ჰაიდა, 

კარი გავიხურე, 

სვანი ვარ, 

- ორმოცი საუკუნის ენაზე ვლაპარაკობ!


სოფელო, ქალაქო, თუ გახსოვთ არაკად! 

ვის ველაპარაკო? 

ვინც მელაპარაკა 

კაი დიდი ხნის მკვდარია! 

ცოცხლები? კი, ბატონო, არიან!

ჰაიდა, ქუჩა გადავჭერი 

განივად, 

ნამუსის ქუდის გადამრჩენი 

სვანი ვარ!


იცის ენგურმა და ტეხურმა, 

ეს ქუდი მუზარადქვეშ მეხურა; 

- ყველა ჭირისაგან მფარავდა;

გახარებულმა თუ მგლოვიარემ 

ამ ქუდით, 

ამ ქუდით მოვიარე 

დიდგორი, შამქორი და მარაბდა...


ვოისა,

ვორუდილა, ვარადა...

რამდენი ღამე მაქვს ნათენები, 

ვინ ან რომელი მყავს თავდებად, 

ორმოცი საუკუნის ქართველებით 

შენდება ქვეყანა და მრავლდება!


ვოისა, ვორუდილა... ოდელია! 

- რამდენი ახალი ოდებია! 

ქვეყანას მინდვრებიან-კორდებიანს 

სვანური ქუდები მოდებია; 

მთებით მოფრინავენ, 

გროვდებიან, 

მთელ შვიდ სამეფოში ხროვდებიან...


ამერს და იმერს, 

მთა-მთა და ბარი-ბარად. 

ზეზვას და ზაზას, 

ბექნუს, ბექას და ბარამს, 

გურამს და გვარამს, 

გახუს, ბახვას თუ ბახულას 

სვანური ქუდი - ნამუსის ქუდი ახურავს!


შევყარე ყველა ნათესავი, 

ამერ-იმერი ქართველი. 

ქუდი ჩავათბუნე

ბუდესავით, ჩავასხი, 

ჩავაბუდე მართვენი.


ვერ ვიტან სხვის სამართალს, 

არანაკლებ

უსამართლობაზე ვირევი.

მშობელ ქვეყანას ვამარაგებ

თბილი ქუდებით და შვილებით...


ჰაიდა!..

ვინცა მყავს,

ყველანი აქ არიან!

დავდივარ,

დავაბიჯებ რიხიანად!

სრულიად საქართველოს

განძი 

მაბარია

გომბორიანა და ლიხიანა.


ჰაიდა!

ალავერდი ფაფანაკო!

ორმოცი

საუკუნის 

ქართველზე

ვლაპარაკობთ!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ