|
შემიცვალეს ბედისწერა, სხვისი გზებით ვიარები, სხვამ ჩემი მზე შეიფერა, მე კი მისი იარები.
ვინც მეგონა დედაჩემი, მისმა ლოცვამ არ მიწია, ალბათ იყო განაჩენი.
ვერსად ვპოვე ჩემი მსგავსი, სულში ეჭვი შეითვალა, ყველაფერი არის ფარსი.
ფიქრები და აზრთა კონა, რომ მეგონა ჩემი იყო, სხვისი ქმარი ჩამეკონა.
შვილში ჩემი სისხლის წვეთი, როცა თავის მოკვლა ვცადე, ჩემს მხარეზე დადგა ღმერთი.
ჩემთვის სხვისი იარები, მისთვის ცაზე მზე ანათებს, მე გოლგოთით ვიარები. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















