|
შეჭირვებული დღეს ბლოკადით, შანტაჟით, ალყით, ერთი, ქართველი, არცთუ ისე პატარა ხალხი, - ვის უღალატეს და დაწამლულს ესვრიან ისრებს, - გულისტკივილით ჰკითხავს თავის უმადური ხიზნებს:
თავს რომ გვიტოლებთ, სისხლის ძახილს საკუთარს ჰმონებთ, ჩვენც ხალხნი ვართო, ესრეთ იტყვით და ესრეთ ჰგონებთ, რა იქნენ თქვენი საქებარნი ანუ ნაქებნი ციხე-ტაძარნი საკუთარის ხელით ნაგებნი?! რა იქნა თქვენი ანა-ბანა! რომ გვიბღვერთ წყენით, ბოლოს და ბოლოს წერა-კითხვა რა იქნა თქვენი!
შეჭირვებული დღეს ბლოკადით, შანტაჟით, ალყით უუძველესი, არცთუ ისე პატარა ხალხი, - ვის უღალატეს და დაწამლულს ესვრიან ისრებს, გულისტკივილით მკითხავს თავის უმადურ ხიზნებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















