მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 119 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შენი სამფლობელოა,

შენი ანასეული,

ვით სასახლის მესერს

და დედოფლის სამყოფელს,

ისე ვუახლოვდები...

სმენას უალერსებს


სიტყვა - შუამავალი

და ანძაზე ფრიალი

საკუთარი დროშის.

წიგნი შენი სახლია,

შენი ტაჯ-მაჰალია

და სასახლე დოჟის.


იგი აღმართულია

რიტმისა და მუსიკის

ვიწრო ხეობაში,

მიაბიჯებ ამაყად

და თვე მოგდევს თორმეტი,

ვით თორმეტი პაჟი.


ხიდი არ ჩაუტყდება

და ვერც უნაგირიდან,

მოუღალავს ბრძოლით,

გადმოაგდებს შაირი,

მხოლოდ სიყვარულია

შენი მალემსრბოლი.


იმზირები კოშკიდან,

თითქოს თანდარუხი ხარ

ანდა გურანდუხტი,

როცა ღამეს კისერზე

მთვარის მედალიონი

უცინის და უხტის.


შენთვის ლექსი სათუთი

ბავშვი არის, რომელიც

ღამით საბანს იხდის,

ძილი არ გეკარება,

რადგან უნდა როგორმე

გამოსტაცო სიკვდილს.


ენათმეცნიერების

ინსტიტუტში მაგიდას

მოქანცული წერით,

როცა დიდხანს უზიხარ,

რამდენიმე პოეტის

რამდენიმე მერი


მოდის კაბის შრიალით

და ღიმილით მიჰყვები

გარეთ, სადაც მაისს,

ვით, კანფეტის ქაღალდი,

ისე ასდევნებია

ჭრელი ბატერფლაი...


ის, რაც სხვისთვის ფიტული

და საბავშვო თეატრის

არის რეკვიზიტი,

შენთვის სულიერია,

შენთვის ჯადოქრობაა

და სამოთხის ჩიტი.


ჰგვანან შენი ლექსები

მთიდან დიდთოვლობაში

ძირს ჩამოსულ ირმებს,

ჩვენთან მაშინ მოდიან,

როცა გრძელი ზამთარი

საქმეს გაუჭირვებთ.


ზოგის წიგნი წააგავს

ცივ და გულგრილ შენობას

და სასტუმროს ნომერს,

ვერვის მოეფერება,

ვერვის ვერ ანუგეშებს

და ვერ შეივრდომებს.


არის თავზარდამცემი

ეგოიზმით შეჭმული

სულის მონოლოგი,

რკინის ჯაჭვით ჩაკეტილ

კართან გაშმაგებული

იყეფება დოგი.


შენი ლექსი კედელზე

სარკის სწორხაზოვანი

არის ანარეკლის

სირბილი და თამაში,

და ოთახში შემოსვლა

სიხარულის მეკვლის.


მიაქროლებს კვადრიგას

ეტლზე მჯდომი ბარბალე

და ბორბალი ბრუნავს,

თეთრ ქაღალდზე დახრილი,

სტრიქონს ისევ უბრუნებ

გაოცების უნარს.


თავიდანვე დაარქვი

ლექსი ამ ცხოვრებასთან

შეუწყვეტელ კავშირს,

ზოგჯერ სიტყვა ხავსია

და კაცს ხელმოსაჭიდი

უნდა ჰქონდეს ხავსი.


შენ იმ ბავშვს ემგვანები,

როცა არა სცალია

შენთვის გულთამხილავს,

სკოლიდან რომ ბრუნდება

და სხვას მოაქვს იმისი

ვიოლინო ფრთხილად.


დგახარ მზეში უაზრო

ხმაურს არიდებული,

ხელს შეუშლის ტაში

მარგალიტად რომ იქცეს

ის, რაც მოხვედრილია

სულის ნიჟარაში.


ჩაბნელებულ დარბაზში,

განათებულ სცენაზე

გამოყვანა შენი

არის მხოლოდ წამება

და იქ მხოლოდ სკამია

შენი დასაყრდენი.


პოეზიას თავისი

კალენდარი ჰქონია

და უკალენდროა,

რადგან ის ერთდროულად

წელიწადის ოთხივე

და მეხუთე დროა.


დრო მიდის და ვიცვლებით

და მზე მდინარეების

ვიწრო კორსეტს ამტვრევს,

ჩვენდა გასამხნევებლად

ცვლიან გაზაფხულები

დაღონებულ ზამთრებს.


მაგრამ ალბათ ბოლომდე

საამაყოდ მექნება,

სანამ ვცოცხლობ, მანამ

რომ მე შენი ერთგული

ქვეშევრდომი ვიყავი,

დედოფალო ანა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ