მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 74 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წუხელ გამომეღვიძა 

და მე წარმოვიდგინე,

რომ უჩემოდ დარჩით

და რომ წელი სრულდება,

რაც ვარ გამოგლოვილი 

ქვითინით და ხარჯით;


და რომ გამოვეთხოვე,

სკამებს მორის სიარულს, 

წიგნებიან ოთახს,

სადილს, ფუსფუსს, საუბარს,

ზღურბლთან დაყრილ ფეხსაცმელს 

ერთი სიტყვით, ოჯახს...


რომ დღეს შენთან მოსული.

ჩემი ძმის და მეგობრის,

თავაზიან ვიზიტს

ჩვენი ბიჭიც ესწრება,

მოუსვენრად ხელმარცხნივ 

სავარძელზე გიზის.


შენ, ვინც იყავ მდიდარი

ჩემი სულის სიმდიდრით 

ანდა სიღარიბით,

შენ, ვინც მეკეცებოდი

ხელში, როგორც ფარდაგი

მარმარილოს კიბის.


ახლა ცრემლმორეული

ჩემს ძმასა და მეგობარს 

ეკითხები რჩევას

ლაბრადორის გრანიტზე...

არც პულსს აღარ მისინჯავ,

არც მიზომავ წნევას.


და არც პენიცილინის

აღარ ხვრეტავ თავსახურს 

გამოხარშულ ნემსით,

შენთვის მთელი ქვეყანა

ბრწყინავს მხოლოდ წამწამზე 

დაკიდებულ ცრემლში.


მაგრამ საქმიანია 

მწუხარება ქალური

და თვალები გრძნობენ,

რომ სულ მალე ღიმილი 

ისევ დაუბრუნდება 

კანონიერ მფლობელს.


უკვე ბიჭმაც გაჯობა,

გუშინ მაგნიტოფონი

აიღო და ჩართო

და შენს ცრემლებს ჯიუტად

ებრძვის საქსაფონების 

ტკბილი ობლიგატო.


წამოდექ და მიდიხარ

დინჯად სამზარეულოს 

გამოღებულ კართან,

იქ თრთის გაზის ღიღილო 

თითქოს შეჰგუებულხარ,

რაც შენ დაგემართა...


დარღვეული, ეტყობა, 

უკვე აღგიდგენია

მყუდროება სახლის

და დამტვრეულ შოკოლადს 

ტორტის ციხე-სიმაგრეს 

გულმოდგინედ აყრი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ