|
მთაში თოვლი და ნისლი, მტკვრის ხეობაში ქარი, ალაგ წვიმების მოსვლას უნდა ელოდეს ბარი...
ხვალ მოსალოდნელ ამინდს სად ღრუბელია სეტყვის, სად ცით წამოვა ნამი.
სად მზე დახედავს არეს, სად გაეხვია ბნელში ჩვილი, სამი დღის მთვარე.
შენ რა ამინდსა ზვერავ, რა მზის სხივების ულო უნდა შეკონო ველად?
რას მეტყვი ხვალის გამო? შენ იდუმალო ჰანგო, შეუცნობელი წამო,
დაშლილო ფიქრის შხამით... სინოპტიკოსი ბრძანებს ხვალ მოსალოდნელ ამინდს... |
















