მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 144 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ეს იყო ადრე, ოცი წლის წინათ,

არ მქონდა ბინა და ვეძებდი ბინას.

უნივერსიტეტის ბაღში ვისხედით,

იქ, სადაც ჩვენ შოთას ლექციებს ვისმენდით.


ბინას ვეძებ-მეთქი, შევჩივლე შოთას:

მე გაშოვნინებო, თევდორე, ოთახს.

ვარაზისხევზე დავეშვით ქვევით,

მგლური ნაბიჯით და პრიმის წევით.


უბრად ჩავუარეთ გვერდით სალუდეს,

ვითომდა ვჩქარობდით, გზა არ გავამრუდეთ.

გმირთა მოედანზეც მდუმარედ, ყუჩად,

კვლავ ფეხით ავყევით ლენინის ქუჩას.


ბოღმას ვიბრუნებდი ნაფაზზე ნაფაზით -

მივხვდი, რომ იმასაც არ ეგდო აბაზი.

რა მექნა, თუმცაღა ვიწყევლე თავბედი,

მაგრამ ხმამაღლა სიტყვა ვერ გავბედე.


ვნატრობდი, ბინამდის გზას როდის გავლევდით.

ის თბილად მიმზერდა ირიბი თვალებით.

ისე თანაგრძნობით, ისე სიყვარულით,

ვითომ უზრუნველი... ვითომ მხიარული...


ასე ამიყვანა დოლიძის ბოლოში,

გორაზე გამოთხრილ პატარა სოროში.

ოთახში ვიღაცა ყმაწვილი დაგვიხვდა.

დაესწრო. შევწუხდით. გუნება წაგვიხდა.


ისევ გამოვბრუნდით მთლად ოფლად გაღვრილი.

უკან მივყვებოდი გალახულ ძაღლივით.

ის - დიდი პოეტი. ზღვა განძის პატრონი.

მე რაღაც ორიოდ სტრიქონის ავტორი.


ყეფით გვაცილებდა მასპინძლის ნაგაზი

და არც ერთს ჯიბეში არ გვეგდო აბაზი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ