მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 18 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თითქოს მათრახით აგვიწვეს წელი,

თითქოს გაიხსნა უცებ გალია - 

ამდენი კითხვა მწარე და ძნელი

საიდან გაჩნდა, რისი ბრალია?


მხოლოდ სიმართლე! ვუსმინოთ სინდისს!

სიცრუეს მუდამ შხამი ამოაქვს...

დროშას სულისას რომ დაბლა ვხრიდით, 

ბევრი ტკივილი ამის გამოა.


რომ ბევრჯერ ეშმაკს მივეცით მხარი,

რომ ცა სიყალბის დავიმხეთ ჭერად -

ვინა ვთქვით მეფე შიშველი არის, 

ვინ გავუსწორეთ სიმართლეს მზერა?


არავინ! სანამ არ გახსნეს კარი

სანამ ნათელში არ გვითხრეს გასვლა!

ჩვენ ახლაც გვიჭირს გავიდეთ გარეთ,

ვლუღლუღებთ მხოლოდ და სიტყვებს ვმარცვლავთ.


ცივი გონების სასწორზე ვწონით 

ხმამაღლა სათქმელ აზრსა და სიტყვას,

ვინც თვალთმაქცობით მოიკრა ქონი

დღეს ზოგჯერ გულზე მუშტებს ის ირტყამს.


ის გვამუნათებს, გვმოძღვრავს, გვარიგებს - 

მგელი - ცხვრის ქურქში შემძვრალი ლაღად..

რა ენაღვლება, თუ ვერ გაიგებს 

მრევლი მის ყალბად აღვლენილ ღაღადს!


შემართული აქვს ზეცისკენ ხელი, 

წერს, ლაპარაკობს, პირფერობს ხალხთან...

წერა არასდროს ყოფილა ძნელი,

ძნელი სიმართლით ცხოვრება გახლავთ.


დღესაც მწარეა მისი ეკლები,

დღესაც ისე, ვით ყოფილა ძველად...

მაშ, მოდით, ეშმაკს ნუ შევეკვრებით, 

მართლად ცხოვრება ვისწავლოთ ყველამ!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ