|
ეს მერამდენედ გადაიარა გულზე ცხოვრებამ ბნელი ხმაურით და დაგვიტოვა როგორც იარა ცოდვა, სირცხვილი, დანაშაული.
ვითომ წინ მივალთ, წინ ვიყურებით, თითქოს არ მოგვდევს ის, რაც არ გვინდა - კვალი სისხლიან ნაფეხურების...
მართლა აყვავდა ატმის ტოტივით... მიტოვებული, შორს დარჩენილი, ისევ ხელს გვიწვდის, ისევ მოგვტირის...
ყოვლისმხედველით გულით დედურით... მან იგრძნო, როგორ შორდება ზეცას შვილი უგნური და უბედური...
გადათელილი ნაზი იები... და ეჟღინთება ტკივილად დროჟამს სურნელი მწარე მონანიების... |
















