|
შემთბარი ვარ ასი გრამით - არყით, გეფერები, რომ არ გითხრა რამე... თავდახრილი ჩამოგვყურებს არყი, თითქოს უკვირს ჩვენი სითამამე.
მთვარემ განგებ მოიხურა ჩადრი. კარგად იცის სიყვარულის ყადრი, მიტომ წელავს აჩქარებულ წამებს...
ჩავლილია სიყმაწვილის ჟრჟოლა. მხოლოდ წამით სისხლმა გაიბრძოლა და მთვარემაც გადაიძრო ჩადრი.
სინამდვილე თავის კუშტი ფერით... თითქოს სახლის გადაგვხადეს ჭერი, თითქოს არყიც თავს დაგვყურებს მტრულად.
ყელზე ისევ მახვევია გველად... თუმცა უკვე გაჭრილი ვარ ველად, შენთან დარჩა მხოლოდ ჩემი ჩრდილი.
გახსნილია დაკეტილი ბჭენი... ადვილია მოტყუება შენი, მაგრამ რა ვქნა, არ ტყუვდება გული! |
















