მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ჩანგო, მოუკელ ჟღერას,
გულო, მოუკელი ძგერას,
ნუღარ დაეძებ ჩეროს.
გასრულდა ბედისწერა,
მიექანება ცერად
ფრთამოტეხილი წერო.
რაღა აზრი აქვს გარჯას,
სიტყვის ამაოდ ხარჯვას,
ჩამოქცულო ჭერო?
მზე უკუნეთში ჩარჩა,
გზა სახვალიო არ ჩანს,
აბა რა უნდა წერო?!
Quick Buy
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet