|
რაღაც ვაჭრული, რაღაც ლაჩრული... თრობით და ბანგით ლიპლიპა თასი... საითკენ მიდის ამ ჭრელჭრულით გამოწყობილი დღეების დასი? უყურე! ყველა აქ შეკრებილა, ლამის გეცნობა ყველა გვარებით! როგორ ზვიადად, როგორ ნებივრად, როგორი შვებით და ნეტარებით იღიმებიან... არვინ გეძახის... თითქოს გზის პირას იდგეს კუნელი... და ამდენ ჭკვიანს აქ შენი სახით, ცხადია უმზერს ერთი სულელი! |
















