|
ლურჯ კაბაში ციხისძირი ალაგ მწვანე, წითელია და ბებერი ციხის ძირი ფეხშიშველა მითელია.
ფორთოხლები მირხევია ბალახებზე მიძინია, ღამე თეთრად მითევია.
ახლაც ყველას მირჩევნია. არ ვიცი სად გაპარულა, სულში ცეცხლის ჩინჩხლებია.
ბავშვობა და შოშიობა, პეპლობა და ყვავილობა, ზღვასავით რომ მოშხიოდა.
ოცნებები ინთქმებიან და ბებერი პეტრას ციხე ასე ვეღარ მითელია...
სიმღერებად დავწვი სული. სიო დაქრის შემოდგომის და ძირს უთხრის ყველა სურვილს.
ვდგავარ, როგორც კლდეზე მუხა. შავთვალებამ მომატყუა, სიყვარულზე ამად ვქუხვარ.
გულში სევდად მიმრჩენია. ვმღერი: ჩემი ციხისძირი ყველა ბაღდადს მირჩევნია. |
















