|
მე მეშინია შენი სიშორის და სიახლოვე უფრო მაშინებს. გულზე დარდები ვერ მოვიშორე და დაგადევნე ფიქრი მაშინვე.
შენი გზა-კვალი ვერსად ვიპოვე. შენ დამიტოვე მარტო სახელი სხვა არაფერი არ დამიტოვე.
ეს ხუთი წელი ფიქრებში გაქრა. ჩემი ბათუმი და ციხისძირი, არ მოგენატრა?
ცაზედ ვარსკვლავთა ციმციმი, ბრწყინვა: ის გატაცება, ღიმილი, კრთომა... და ცეროდენა მაისის წვიმა, თბილი მზის ნატვრა, არ მოგენატრა? |
















