|
მოვედი. ღირდა თუ არა? წავალ, რას ვტოვებ სოფლად? მზემ ქედებს გადაუარა და ღამემ ზღვასთან მოკლა.
ცას შევადნები ფიფქად, წუთისოფელის ჩურჩულმა მეტი რა უნდა მიქნას.
რატომ ვაწამო მოძმე, არ ვიყავ, ბინდი მეფარა, მოველ და... უნდა მოვკვდე.
წუხილს არ ვიმჩნევ დაღად. ზოგს ბოროტება უშლიდა ქვეყნად ეცხოვრა ლაღად.
სხვისი ზღვები და ზვრები, მე ვდგავარ მწვან მინდორთან და მხიარულად ვკვდები. |
















