მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 44 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი გოგო მიყვარდა

ტურფა, ლოყაწითელა.

რომ შემატყო მიყვარდა,

მართლა არ შეიფერა?


გადასწევდა ფანჯრებზე

ჩუმად მწვანე მარაოს.

ჩემს კითხვაზე: - გიყვარვარ?

მპასუხობდა: - არაო!


მერე როცა ლიანას,

გავუღიმე სხვა თვალით,

აღარ დაიგვიანა,

აცახცახდა დამფრთხალი.


მიღიმოდა მარტო მე,

მუდამ ჩემთვის ეცალა.

ჩემს კითხვაზე: - დამტოვებ?

მპასუხობდა: - მეტს არა.


ახლა ლია ავარდა,

აღარ გამიცინა მე:

- ასე, ჯემალ, არ ვარგა

რით მჯობია ცირა მე?!


კაცის გული ხარბია,

მე მომწონდა ორთავე,

ვიყავ ჩხუბის მიზეზი

და იჭვების მოთავე.


მერე ასე თამაშით,

მიილია ვარდობა.

გაქრა სადღაც ლამაზი

ჩვენი ახალგაზრდობა.


დრომ ფარულად მოშალა

სიჭაბუკე ძლიერი,

აღარც ტურფა შროშანა,

აღარც ნაზი იელი.


და მეც ვფურცლავ იმედებს

და ოცნებებს გარდასულს.

აღარავინ იმეტებს:

ღიმილს, კოცნას, სიყვარულს...


და დამცინის თოლია: -

რად ვეღარ ფრენ, არწივო,

გული ვაშლი გგონია

ორად გაანაწილო?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ