|
მეტიკტიკება ჩემი პატარა. (მე ტანიკავას ლექსებს ვკითხულობ). ისე საყვარლად მეტიკტიკება, რომ გაბრაზებას ვეღარ ვახერხებ.
თუკი ჩემს თარგმანს დაეჯერება, დაახლოებით ამგვარი გახლავთ:
ცოლი და ბავშვი, სხვა არაფერი. სამარის ქვაც კი არ დარჩენილა.
ბავშვი და დამჭკნარი ყვავილები. სხვა არაფერი. კაბებიც კი არ დარჩენილა.
დამსხვრეული სათამაშო და შეუმშრალი ცრემლი. სხვა არაფერი. მოგონებაც არ დარჩენილა.
იარაღი და ქვეყანა იავარქმნილი, სხვა არაფერი. არც ნატამალი სიმშვიდისა...
რაც დარჩა მკვდრებისაგან - ჩვენ ვართ ცოცხლები. მხოლოდ ჩვენ და სხვა არაფერი, არაფერი...
წიგნს უხმოდ ვხურავ და მოტიკტიკე ჩემს გოგონას ვიხუტებ გულში... |
















