|
დაყრუვდა მთები ამირანის ჯაჭვის ჟრიალით. მოსყიდულია ყურშაც, მჭედელიც და მთებს გულმკედზე ჩამოსთქრიალებს სისხლი დროსავით შეუწყვეტელი...
ცად მიჰყვება თეთრი ყამარი, შავი ყორნები ყორეზე სხედან... მაგრამ ამოდის, ის ჯერ ვერვინ დაასამარა - თავისუფლების მარადი სევდა! |
















