|
უფრო და უფრო ცხადი ხდება რაც წლები გადის, რომ არაფერი, არაფერი არ არის ცხადი.
ამ ქარ-თოვლად ზაფხულის ხვატი? როგორ გახუნდა სანატრელი ხილვა და ხატი?
გულში ცეცხლად ჩამონაღვენთი? ბედნიერების ტკბილო წამო, საით წახვედი?
ღამის ფერში როგორ განზავდი? სადა ხარ, გრძნობავ, გულს რომ ასე უღვთოდ ტანჯავდი?
როგორ ჩაქრი, როგორ დაღამდი? ნუთუ შენ იყავ ნაღვერდალი, მე რომ მღადავდი?
რადღა მოგტირით, ხელს რადღა გიწვდის სიჭარმაგის წლები ორპირი?
აქ რაღა მინდა? თუ იქ ღამეა, რატომღა მცემს შუქი ღამიდან?
რაც წლები გადის, რომ არაფერი, არაფერი არ არის ცხადი! |
















