|
თქვენ რას დაარქმევთ, დღეებო ხვალის, ჩემს ყოფნას... აი, რაც დღეს არ ვიცი. ვის ნახავს თქვენი გრძნეული თვალი, მხნე ვიქნები თუ... შესაბრალისი?
თქვენს სტუმრებს როგორ ტაბლას გაუშლით? ნეტავი აწმყოს მთელი სიმწარე სულ აქვე დარჩეს - ანუ წარსულში...
რაც ქვეყანაზე კვნესა გაისმის, რომ აგაშოროთ, რომ აგარიდოთ ხვედრი მძიმე და შესაბრალისი! |
















