|
უცებ მოვიდა გრძნობა გულწრფელი. გაღვივდა სიტყვა, ვით ნაკვერცხალი, შენგან ნაწერი ერთი ფურცელი როცა მოფრინდა როგორც მერცხალი.
მომელამუნა ამო ჟღურტულით და გულს - ჯავრისგან გალეულ რკინას - გადარაზული ახსნა ურდული.
არ ვარ ამ უქმი ტვირთის მტვირთველი მე გამიხარდა, რომ ქვეყნად დადის ერთი შენსავით ლექსის მკითხველი.
ლექსის ტკივილთა გამზიარები... რომ ვიტრინების ციმციმს კი არა - ზეცას უმზერენ მისი თვალები.
და როს საყვარელ წიგნებს გადაშლის - მას შეუძლია მზე დაინახოს მცირე, უმწეო სანთლის პარპალში.
ერთი სათქმელი, როგორც ცისკარი - სიტყვამ გულისა თუკი არა თქვა, არ გვაქვს უფლება არავითარი.
შენს გულს, ლექსი რომ ასე უხარის... ეს შენ იქნები ჩემი სამარის ერთი ნამდვილი ჭირისუფალი! |
















