მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 48 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პოეტის პაპა წასულა ომში, -

ახლა არ მკითხო, წასვლას რა რჯიდა, 

მთელი ევროპა უტოპავს თოვლში,

ბოლღარს გასულა ზემო რაჭიდან.


კაი მთესველი, კაი ტყისმჭრელი,

კაი ბეჭბრტყელი, კაი ჩადგმული, -

ბეჩოს დათვივით მტერზე მიმსვლელი,

კაცი ყოფილა პოლკში განთქმული.


მაგრამ ბულგარელ გლეხის ბუნაგთან,

სადღაც, შიბკის თუ ბალხერის გზაზე,

ნასვამს შემთხვევით კომში უნახავს

და გლეხი-კაცი შეშლილა ჭკვაზე.


გახსენებია პაპას კერია, 

ბერძნულ ყორეში თავის კომშები, 

კომშიჭამია, ნიგვზიტკვერია

და ტიტლიკანა თავის ბოვშები.


ასდუღებია გული ზღვასავით,

არ დასდგომია საწყალს საშველი,

გადახვევია სხვის კომშს ძმასავით,

გადარეულა კაცი რაჭველი;


მოუფხრეწია უნტერის ჩვრები, -

კაცი სალდათებს ვეღარ უცვნიათ,

მოუტრეტია „გიორგის ჯვრები“

და როტმისტრისთვის შუბლში უსვრია.


კაი მთესველი, კაი ტყისმჭრელი,

კაი ბეჭბრტყელი, კაი ჩადგმული, -

ბეჩოს დათვივით მტერზე მიმსვლელი, -

კაცი ყოფილა პოლკში განთქმული.


მაგრამ რას უზამ, ომი-ომია

და ტრიბუნალი - მხედრის დამსჯელი.

პოლკში უნტერის შველა სდომიათ -

გაკერპებულა კაცი რაჭველი.


უთქვამს: - ეს ომი ნიკოლოზს შველის!

მე რა საქმე მაქვს ბოლღარ-თათართან?!

ან ფრიცს რას ვერჩი?! ცოლ-შვილი მელის

და - ბასტა! - ჩემთვის ომი გათავდა!


და ტრიბუნალსაც უთქვამს შლეგისთვის:

- "Ах ты пацифист?!"! მეხი გამსკდარა

და მიუსჯიათ ციხე გლეხისთვის

და ფაციფისტად გლეხი გამხდარა.


ოღონდაც პაპას ის სიტყვა კრული -

ღმერთი და რჯული! ხატი და ღმერთი! -

ვერ გაუგია მუქარით თქმული -

უწიგნო კაცი ყოფილა ერთი.


ფუთით, მახორკით, ჰაუპტვახტების

ცვლით და წამებით პაპა დაძრულა,

ბევრგან უხეხავს სმელი ტახტები

და ჰა, წლისთავზე რაჭას ჩასულა.


ხოლო ყოფილა დილა აღდგომის,

დღე ალილოსი, მზიან ხონჩების,

დრო გაზაფხულის, ხნულში ჩადგომის.

და აყვავებულ ბია-კომშების.


გადახვევია ცოლ-შვილს მთვრალივით, 

ზედ დამხობია კერიას ბრდღვინვით, 

აბღავლებულა კაცი ხარივით, 

გადარეულა სამშობლოს ხილვით...


ლებანიქედზე - კომში ყორეში!..

ვახ, ცრუ სოფელი პაპასთან სტყუის:

წევს ბერიკაცი ლოდქვეშ სწორებში -

საძვალე კორდზე ცაცხვები ბზუის...


თუ მოხვდე როსმე ჩემს მშობელ მთებში,

მთის რაჭის ქვემოთ რაჭაა ზემო, -

და თუ გახვიდე ზვარეთის თემში,

გემუდარები, მკითხველო ჩემო,


გთხოვ, დააკვირდე შენ ბებერ კომშებს -

შტოზე დანთებულ მილიონ სანთელს -

და მაშინ იგრძნობ - ჩემს მწვანე დროშებს

და მაშინ იტყვი პოეტის სათქმელს:


- რომ გვახარებენ,

რომ გვაღონებენ,

რომ გვატარებენ

სამშობლოს გზაზე,

სამშობლო მიწას

რომ გვაგონებენ,

რომ გვაცხოვრებენ

კურცხალით თვალზე,

არა თუ წისქვილს -

ჭალაში ჩადგმულს,

არა თუ ჭადრებს,

კორტოხზე, მეფურს, -

ჯაგს გაუმარჯოს -

რიყეში გართხმულს!

ქვას გაუმარჯოს -

მინდორში გდებულს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ