|
(ვუძღვნი ი. ს. გოგებაშვილს)
როდესაც სევდა მაწვება სულის და გულის მგმობელად, და ცრემლსა ღვრიან თვალები ნაკადულ შეუშრობელად,
და უგზო-უკვლოდ ვყიალებ, დაღლილ-დაქანცულ თვალებსა შორს ველში დავაციალებ.
მარტოდ მარტოკა ეულად გულ-დინჯი, დაფიქრებული, გამომზირალი გრძნეულად;
ბოღმა-ვარამი ტრიალებს, მაგრამ იმ ნაღველს ადვილად არავის გაუზიარებს.
ველი ჩუმდება, წყნარდება, ფრინველი, მწერი, ნადირი: გულისა ძილში ვარდება,
მუხა მოხუცი, ხნიერი; იცის კლდე ფლიდი არ არის და სხვებისავით ცბიერი.
ჩემის სიცოცხლის დენისა, ჩემის წარსულის ავ-კარგის, ვარამისა და ლხენისა;
გარშემორტყმული მცველადა? შუაში დიდი მინდორი ფართოდ გაშლილი ველადა!
იმ დროს ბედს ვინა ჩიოდა? შიგ საარაკო სიცოცხლე სდუღდა და გადმოდიოდა!
ზმუილს მორთავდა ჭალებში, მე ცეცხლი სიხარულისა ამენთებოდა თვალებში;
ჩემსაკენ ეშურებოდა, აქ ისვენებდნენ ჩეროში ვიდრე არ აგრილდებოდა.
და სხვა ნადირი მრავალი, აქ უნდა გადაშლილიყო მათი თავგადასავალი.
გაჰქრა, წავიდა ყოველი, გარს ჭიაღუა მარტყია... რაღა სიკეთეს მოველი!
მეც არ მარჩენენ შტოებსა, რკოთი რომ ღორებს აძღობენ, ფოთლებს უყრიან ხბოებსა.
წარსულ ამბავთა მთხრობელი, გასალდა, მომავალს ელის კვლავ იმედგაუქრობელი.
ბევრჯერ გვინახავს იარა, თავს გრგვინვით ელვა-ქუხილმა ათასჯერ გადაგიარა;
ვინც საძმოდ დაგეზიარა, მაგრამ ის დარჩი, რაც იყავ შენ არა დაგკლებია-რა!
და გაჭმევს ჭია-ღუასა, მალე მოიყვან ცნობაზე კიდევ ასწავლი ჭკუასა.
ვინც ლაჩარია, მხდალია, ვინც თვის ხანმოკლე სიცოცხლე უზრუნველყოფით გალია.
მოხუცებულო, ფესვები, ვისაც რა სურდეს ისა ჰქმნას, თუნდ დაილესონ ეშვები,
იბარტყვენ, დაიზრდებიან, ტანს აიყრიან ჭალა-ტყედ გარშემო დაგადგებიან.
შენ შორის ედემურადა, ტირიფი, წაბლი და რცხილა გადგეხვევიან ძმურადა.
ლაღი ირემი ჩხიანი, ქურციკი, ჯიხვი, კანჯარი და შველი სანდომიანი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















