მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ქარმა მიბოძა ბგერები,
ჟღურტულები და მჟღერები,
მთვარემ ღვთიური სინაზე,
ამ საუკუნის მიჯნაზე.
მზემ სხივი მსტყორცნა ნათელი,
ლაჟვარდში ღამენათევი.
ნაძვმა სიმწვანე წიწვების,
სილაღე თავდავიწყების.
ზღვამ ცხენი მომცა ქურანი,
მდინარემ ჟინი ჭენების,
ღმერთმა ნიჭი და უნარი,
ამათი გამოყენების!
Quick Buy
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet