|
დავყვებოდი პირქუშ დილას, ტყეში იწვა ჩრდილი ხეთა, ულოდნელად წყაროს პირას შენი ლანდი შემეფეთა.
ეწყინა და დამეკარგა. ბევრი ვლიდე, ვერსად ვპოვე, თვალი ცრემლით დამექარგა.
აქეთ, ხომ არ აუვლია, იქნებ ავდარს გადაურჩეს, აქვე ახლოს აულია.
მუხამ მკლავზე დაგიწვინა, შენ არც ქარი შეგაშფოთებს, არც ქუხილი და არც წვიმა.
გულს გაგიშლის ტყეთა მეფე, ჩიტუნები გაზაფხულზე ველურ იებს დაგიკრეფენ.
ღამეც ჩემი ძმობილია, არ გაექცე მხოლოდ გორებს, დედასავით მოგივლიან. |
















