|
დავდივარ უხმოდ სიყვარული დამაქვს მთვარეულს გაუმაძღარი აფთარივით სხეულს ვიფლითავ მერე ნაბადად მოვიხურავ თვალებს ღამეულს და შენი სულის სახარებას გადავიკითხავ...
დაწინწკლულ ცაზე ირმის ნახტომს ავედევნები, რადგან სამყარო უყკვე არის გადასანთლული, შემომიწირავს ზვარაკივით ჩემი ლექსები...
გამხმარ სხეულზე ხემ აიკრა სველი ფოთოლი, შენი სამყაროს კიბეებთან უკვე მივედი და დავანგრიე ბაბილონის ჩემი გოდოლი...
სევდიან ხმაზე წკაპუნებენ დროის წვეთები, როცა გიყურებ ვით ატილა ყოველდღე მიპყრობს, შენი თვალები ჯადოსნური სულზე შეხებით...
მთვარეს დავჭედავ ნალებით და არ გავაჭენებ, ზეცას დავკეცავ ისე როგორც ძველი ფურცლები, მზესთან ავალ და ღამეს მასთან გადავათენებ...
და მიაქვთ ფრანებს სიყვარული უმისამართოდ, მეკი ტკივილებს ჩემი სულის ტკივილებს ვისმენ ამ ტკივილებით ვარსკვლავები მინდა ავანთო...
გაუმაძღარი აფთარივით სხეულს ვიფლითავ, მერე ნაბადად მოვიხურავ თვალებს ღამეულს და შენი სულის სახარებას გადავიკითხავ... |
















